1) ,,ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი'' დაწერა: a) ანა კალანდაძემ b) რევაზ ინანიშვილმა c) ვაჟა ფშაველამ d) გიორგი ლეონიძემ 2) ვინ უამბო ილია ჭავჭავაძეს ლეგენდა ბაზალეთის ტბის შესახებ? a) მისმა მეუღლემ, ოლღა გურამიშვილმა b) აკაკი წერეთელმა c) ადგილობრივმა მკვიდრმა d) ვაჟა ფშაველამ 3) ხალხური გადმოცემის მიხედვით ბახტრიონის ციხეზე ავიდა და თათრები განდევნა: a) ბიძინა ჩოლოყაშვილმა b) ზეზვა გაფრინდაულმა c) ბაში-აჩუკმა d) შალვა ერისთავმა 4) რომელია სწორი დასკვნა, იგავის, ,,უსამართლო შირვან-შაჰის'' მიხედვით? a) სადაც არ ვარგა ჭკუაო, იქ მოთმინება უნდაო; b) სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო; c) ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა; d) საითაც ძალაო, სამართალიც იქითკენაო; 5) რომელ ნაწარმოებში გვხვდება ფრაზა: - ჯანდაბას მაგის თავი, წელსაც ვაცლი და თუ ისევ არ გამოისხა, სად წამივა, გაისად სულ ძირში მოვჭრი! a) ჩვენი ჭერამი b) ქუჩი c) ხაზარულა d) ნამწყემსარის მოგონებანი 6) ლექსის რომელ სტრიქონში ჩანს, რომ წმიდა ნინო საქართველოში გარკვეული მისიის შესასრულებლად მოდის? a) მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი? b) წუთით იგრძნო მშობლის სევდა. c) მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა d) მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს. 7) ,,ვინ'' მიაჩნია ქუჩს მშობლად? a) ტყე b) მთა c) მიწა d) კლდე 8) ვის ან რას განასახიერებს ოქროს აკვანში ჩაწოლილი ყრმა ლექსში,,ბაზალეთის ტბა?" a) ბაზალეთის ტბის წარმოშობას. b) ქართველი ხალხის ტანჯვას. c) ქვეყნის ძლიერებასა და თავისუფლებას. d) ულამაზეს წალკოტს. 9) ვინ იყო ზეზვა გაფრინდაული? a) თუშთა ბელადი. b) ხევსური მებრძოლი. c) ფშაველთა წინამძღოლი. d) ქართველთა ჯარის სარდალი. 10) რას ნატრობდა ხალხი მაშინ, როდესაც ი.ჭავჭავაძის ლექსი,,ბაზალეთის ტბა"დაიწერა? a) საქართველოს გათავისუფლებას რუსეთის იმპერიისაგან b) თამარის მეფობის პერიოდს c) ოქროს აკვნის პოვნას. d) იოლი გზით გამდიდრებას.

შემაჯამებელი ტესტი ქართულ ლიტერატურაში ( VI კლასი - ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი, თინათინ კუხიანიძე)

Leaderboard

Visual style

Options

Switch template

Continue editing: ?